ბევრი ადამიანი სტომატოლოგთან ვიზიტს მანამდე გადადებს, სანამ კბილის ტკივილი ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს არ შეუშლის.
თუ არაფერი გვაწუხებს, გვგონია, რომ კბილებიც ჯანმრთელია და ექიმთან მისვლაც საჭირო არ არის.
რატომ არ არის კბილის ტკივილის არარსებობა ყოველთვი ჯანმრთელი კბილების ნიშანი?
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც საწყის ეტაპზე შესაძლოას რულიად უმტკივნეულოდ მიმდინარეობდეს.
დაზიანება თანდათან ღრმავდება და თუ დროულად არ გამოვლინდა, შესაძლოა კბილის უფრო რთული მკურნალობა გახდეს საჭირო.
ტკივილის არარსებობა არ გამორიცხავს ღრძილების დაავადებებსაც.
ღრძილების ანთება ზოგჯერ სისხლდენით, შეშუპებით ან სიწითლით ვლინდება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში პრობლემა შეუმჩნევლადაც ვითარდება.
ამიტომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: როდესაც კბილი გვტკივა, პრობლემა შესაძლოა უკვე გარკვეულ ეტაპზე იყოს მისული.
რა სარგებლობა აქვს პროფილაქტიკურ ვიზიტს?
სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი მხოლოდ კბილების დათვალიერებას არ გულისხმობს. ექიმი აფასებს კბილებისა და ღრძილების მდგომარეობას, ამოწმებს შესაძლო დაზიანებებს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით კვლევებს ან მკურნალობას გეგმავს.
პროფილაქტიკური ვიზიტის დროს შესაძლებელია:
- კარიესისა და სხვა პრობლემების ადრეული გამოვლენა;
- ღრძილების მდგომარეობის შეფასება;
- ნადების არსებობის განსაზღვრა;
- პირის ღრუს ჰიგიენის ინდივიდუალური რეკომენდაციების მიღება;
სამომავლო გართულებების რისკის შემცირება.
პროფილაქტიკური ვიზიტების სიხშირე ინდივიდუალურია დადამოკიდებულია პირის ღრუსჯანმრთელობაზე, დაავადებების რისკსა და ექიმის რეკომენდაციაზე.
როდის უნდა მივმართოთ სტომატოლოგს?
ექიმთან ვიზიტი საჭიროა არა მხოლოდ ტკივილის დროს, არამედ ისეთი ნიშნების შემთხვევაშიც, როგორიცაა ღრძილებიდან სისხლდენა, კბილების მგრძნობელობა, უსიამოვნო სუნი, კბილის ფერის ან ზედაპირის ცვლილება.
თუ ძლიერი ტკივილი, შეშუპება ან სხვა შემაშფოთებელი სიმპტომები გაქვთ, ვიზიტი არ გადადოთ. სახისა და კისრის მზარდი შეშუპება, განსაკუთრებით ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებასთან ერთად, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.
ჯანმრთელი ღიმილი ზრუნვით იწყება
სწორედ ამიტომ, სტომატოლოგთან ვიზიტი მხოლოდ ტკივილზე რეაგირება კი არა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ესკულაპში გვჯერა, რომ ღიმილის შენარჩუნება ყოველდღიური
ზრუნვითა და პროფესიონალური მიდგომით იწყება.
ნუ დაელოდებით ტკივილს — იზრუნეთ თქვენს ღიმილზე დღეს.
ესკულაპი — #ღიმილიმნიშვნელოვანია



