სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელი “ესკულაპი” დაარსდა 2002 წელს. კლინიკის პრიორიტეტს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიები, მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტები, პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომელთა სამუშაო გამოცდილება 15-20 წელს ითვლის.
კლინიკა “ესკულაპი”-ს მიზანია, საქართველოში მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდების მუდმივი დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობა ყველა მომხმარებლისათვის.
სტერილიზაციის უმაღლესი დონე და სისუფთავე, თანამედროვე დანადგარები და მასალები, პროფესიონალი ექიმები და სპეციალისტები, რომლებსაც არაერთი სტაჟირება, მასტერკლასი აქვთ გავლილი, მუდმივი ძიება და დანერგვა ახალი ტექნოლოგიების, კომფორტული გარემო და თქვენთვის ხელსაყრელი ორი ცენტრალური ადგილმდებარეობა – ეს სტომატოლოგიური კლინიკა “ესკულაპია”, სადაც #ღიმილიმნიშვნელოვანია.
დენტალური იმპლანტაცია დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდია დაკარგული კბილების აღდგენისთვის.
ჩვენს კლინიკაში თქვენ მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას პირის ღრუს ქირურგისგან.
კბილების ლაზერული გათეთრება ხდება სტომატოლოგთან ერთ ვიზიტზე. კბილებზე მოთავსებული სპეციალური ჟელე, აქტიურდება ლაზერის სხივით და ათეთრებს კბილებს.
ენდოდონტიური მკურნალობა ტარდება, პულპიტის პერიოდონტიტისა და კბილის ტრავმის დროს.
კარიესი ყველაზე ხშირი და გავრცელებული დაავადებაა.
მომხიბვლელი ღიმილის შესაქმნელად ხშირად საჭიროა კბილების ფორმისა და ფერის გაუმჯობესება.
სტომატოლოგიურ კლინიკა “ესკულაპში” დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა სტომატოლოგიას.
ორთოდონტიული მკურნალობა მნიშნელოვანია სწორი თანკბილვის მისაღებად.
დაკარგული კბილების აღდგენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფუნქციური თვალსაზრისითაც.
ესთეტიკურ სტომატოლოგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვინირებს, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავენ პაციენტები და რომელიც ცნობილია ე.წ. “ჰოლივუდურ ღიმილად”.
ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია კბილის აქსესუარები “სკაისი”, რადგან ეს კიდევ უფრო მომხიბვლელს და დამაჯერებელს ხდის მათ ღიმილს.
დაგვიკავშირდი საიტზე მითითებული ნებისმიერი საკონტაქტო ფორმის გამოყენებით და დაგეგმე კონსულტაცია.
შემოგვიერთდით
© 2025 ყველა უფლება დაცულია
Made with 🧡 by ITLover