თერაპია

თერაპიული სტომატოლოგიის მიზანია კარიესისა და მისი გართულებული ფორმების დიაგნოსტიკა, მკურნალობა. ესკულაპში კონსულტაცია უფასოა და მოიცავს:
- პირის ღრუს დათვალიერებას
- დიაგნოზის დასმას
- მკურნალობის გეგმის შედგენას
- საჭიროების შემთხვევაში სხვა პროფილის სპეციალისტების გამოკვლევაში ჩართვას
- დანიშნულების მიცემას
- კბილის დაბჟენა (დაპლომბვა)
კარიესი ყველაზე ხშირი და გავრცელებული დაავადებაა. კბილის დაბჟენის ( ანუ დაპლომბვის) დროს არსებული დეფექტი მთლიანად აღდგება და კბილს უბრუნდება პირვანდელი ფორმა და ფუნქცია.
კლინიკა ,,ესკულაპი“ იყენებს უმაღლესი ხარისხის ბჟენებს (ანუ დასაპლომბ მასალას), Estelite Asteria, Enamel +, 3M Filtek, Esthet X. აღნიშნულ ბჟენებს აქვთ:
- საუკეთესო ფერთა გამა, რაც ანიჭებს კბილს ბუნებრიობასა და ინდივიდუალურ ფერს.
- ხანგრძლივი მუშაობის გარანტია, რაც გულისხმობს დაბჟენილი კბილით დიდი ხნის მანძილზე ღეჭვისა და კბეჩის ფუნქციის შესრულებას.
ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, ჩაეწეროთ კონსულტაციაზე