ორთოპედია

სტომატოლოგიური ორთოპედია

მომხიბვლელი ღიმილის შესაქმნელად ხშირად საჭიროა კბილების ფორმისა და ფერის გაუმჯობესება:

  • ცირკონო-ფაიფურის გვირგვინი
  • ლითონო-ფაიფურის გვირგვინი
  • მოსახსნელი პროტეზი

დანაკლისი კბილების აღდგენა, რაც ორთოპედიული სტომატოლოგიის მიზანს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფუნქციური თვალსაზრისითაც.

კბილების ნაწილობრივი ან სრული არარსებობისას მზადდება სხვადასხვა სახის და მასალის ნაწილობრივი ან მთლიანი პროთეზები, ხიდები და ერთეული გვირგვინები.

“ესკულაპში” ყველა სახის ორთოპედიული სერვისის მიღებაა შესაძლებელი. კონსულტაციაზე ექიმი და პაციენტი ერთად შეარჩევს მისთვის ოპტიმალურ, სასურველ და ხელმისაწვდომ კონსტრუქციას

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, ჩაეწეროთ კონსულტაციაზე

ცირკონო-ფაიფურის გვირგვინი

ცირკონის გვირგვინი მზადდება ბუნებრივი მასალისაგან, ცირკონიუმისაგან, რომელიც სიმყარით მეტალს უტოლდება, ბუნებრივად თეთრი ფერისაა და სხივგამტარია, ანუ აქვს ბუნებრივი გამჭვირვალობა. ასეთი გვირგვინი პირის ღრუში პრაქტიკულად არ განირჩევა ბუნებრივი კბილისაგან, აქვს გამჭვირვალობა და ბუნებრივი იერსახე.

ცირკონო კერამიკის გვირგვინებით შესაძლებელია აღვადგინოთ, როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი დეფექტები. ცირკონო კერამიკის გვირგვინები ფიქსირდება როგორც კბილზე, ასევე იმპლანტზე.

Before
After
color photo black and white
Before
After
color photo black and white

ლითონო-ფაიფურის გვირგვინი

ლითონო ფაიფურის გვირგვინებით შესაძლებელია დაზიანებული და დანაკლისი კბილების აღდგენა. აღნიშნული კბილების სიმტკიცესა და გამძლეობას განაპირობებს მეტალის შრე, რომელიც გარედან დაფარულია კერამიკით ანუ ფაიფურით.

ლითონო ფაიფურის კონსტრუქციით შესაძლებელია, როგორც ერთეული კბილების, ასევე ხიდების(რამოდენიმე კბილის) დამზადება, როგორც საკუთარ კბილებზე, ისე იმპლანტებზე.

მოსახსნელი პროტეზი

მოსახსნელი პროთეზები მზადდება კბილების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში. ისინი შედგება ბაზისისგან, ხელოვნური კბილებისგან და ფიქსაციის დამატებითი ელემენტებისგან.

ბაზისი შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა ელასტიურობისა და დრეკადობის მქონე მასალისგან.

ამ საფუძველზე არსებობს აკრილის (პლასმასის) და თერმოპლასტიური პროტეზები. აკრილის პროტეზი მზადდება მყარ მონომერულ მასალაზე. თერმოპლასტიური მასალისგან შესაძლებელია ბუგელისებრი მოსახსნელი პროტეზის დამზადება. იგი ნაწილობრივ ფარავს სასის რკალს, არის მსუბუქი, არ აღიზიანებს ღრძილს და უზრუნველყოფს სტაბილურ ფუნქციურობას.

მოსახსნელი პროთეზის დამზადება
Removable prosthesis on implants (conditionally removable)

მოსახსნელი პროთეზი იმპლანტებზე (პირობითად მოსახსნელი)

მზადდება კბილების სრული არარსებობისას. კონსტრუქცია ეყრდნობა 4 ან 6 იმპლანტს და სრულად აღადგენს კბილთა რკალს. იმპლანტებზე საკეტისებური სისტემით შეკავშირებული პროთეზი იძლევა მყარ და საიმედო ფიქსაციას.

პერიოდულად შესაძლებელია კონსტრუქციის მოხსნა და გაწმენდა, რაც ამარტივებს ჰიგიენას. პროთეზის საკეტისებური სისტემა შედგება იმპლანტებზე გაერთიანებული მეტალისებური ბარით და პროთეზის შიგნიდან დაფიქსირებული ჩამკეტებისგან, რაც გამორიცხავს მყარი საკვების მიღებისას პროთეზის ამოვარდნას.

ჩვეულებრივ პროთეზთან შედარებით გაცილებით კომფორტულია და უკეთ აღადგენს ღეჭვით ფუნქციას.

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, ჩაეწეროთ კონსულტაციაზე