დენტალური იმპლანტაცია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდია დანაკლისი კბილების აღსადგენად. დენტალური იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს, რომელიც თავსდება ძვალში და მასზე მაგრდება გვირგვინი.
იმპლანტები დამზადებულია ტიტანის შენადნობისგან, რომელიც ეხორცება ძვალს (ინტეგრირდება). იგი აბსოლუტურად ინერტულია და არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ორგანიზმისთვის.
დენტალური იმპლანტებით შეიძლება აღდგეს როგორც ერთეული დანაკლისი კბილები, ასევე ოთხი, ხუთი ან მეტი. კლინიკაში შესაძლებელია სხვა ბრენდის იმპლანტების შერჩევაც, როგორიცაა Dentium, MIS, SGS, ნეობიოტეკი, და სხვა…
იმპლანტაციის დაგეგმვა ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, შესაძლოა გამოვიყენოთ ქირურგიული გაიდი ( შაბლონი) რაც საშუალებას გვაძლევს გაკვეთის გარეშე და მაქსიმალური სიზუსტით ჩატარდეს ოპერაცია.
იმპლანტაციის წარმატება დამოკიდებულია არამარტო იმპლანტის ხარისხზე, ექიმის პროფესიონალიზმსა და პაციენტის მოტივაციაზე, არამედ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ამიტომ, თუკი იმპლანტაციას გადაწყვეტთ, პირველ ეტაპზე საჭიროა გამოკვლევა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.…სრულად ნახვა
იმპლანტაციის წარმატებაში გადამწყვეტი როლი აქვს პაციენტის მოტივაციას, კერძოდ ზედმიწევნით კარგ ჰიგიენას და რეგულარულ საპროფილაქტიკო ვიზიტებს სტომატოლოგთან.
ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, ჩაეწეროთ კონსულტაციაზე
შემოგვიერთდით
© 2025 ყველა უფლება დაცულია
Made with 🧡 by ITLover