ენდოდონტია ტარდება კარიესის, პულპიტის (ნერვის ანთება), პერიოდონტიტის და კბილის ტრავმის (მოტეხილობის) დროს.
ღრმა კარიესის დროს კბილის ქსოვილები ხშირად იმდენად ღრმად ზიანდება, რომ ისინი კბილის არხში არსებულ ნერვამდეც კი აღწევენ. ამ შემთხვევაში აუცილებელია არხის მკურნალობა.
პულპიტი კბილის ნერვის ანთებაა და ხასიათდება მწვავე, შემაწუხებელი ტკივილით. ტკივილი უეცრად იწყება და აუტანელია. ამ დროს აუცილებელია არხის მკურნალობა.
პაროდონტიტი კბილის ფესვის მწვერვალზე ანთებაა და ხასიათდება ყრუ ხასიათის მუდმივი ტკივილით. ტკივილი ძლიერდება კბილის კბილზე დაჭერისას. ამ დროს აუცილებელია არხის მკურნალობა.
კლინიკა „ესკულაპიში“ არხების მკურნალობა ტარდება თანამედროვე აპარატურითა და მასალებით.
ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, ჩაეწეროთ კონსულტაციაზე
შემოგვიერთდით
© 2025 ყველა უფლება დაცულია
Made with 🧡 by ITLover