მომხიბვლელი ღიმილის შესაქმნელად ხშირად საჭიროა კბილების ფორმისა და ფერის გაუმჯობესება. თუ გსურთ, კბილი:
დანაკლისი კბილების აღდგენა, რაც ორთოპედიული სტომატოლოგიის მიზანს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფუნქციური თვალსაზრისითაც.
კბილების ნაწილობრივი ან სრული არარსებობისას მზადდება სხვადასხვა სახის და მასალის ნაწილობრივი ან მთლიანი პროთეზები, ხიდები და ერთეული გვირგვინები.ალბიუსში ყველა სახის ორთოპედიული სერვისის მიღებაა შესაძლებელი. კონსულტაციაზე ექიმი და პაციენტი ერთად შეარჩევს მისთვის ოპტიმალურ, სასურველ და ხელმისაწვდომ კონსტრუქციას
ცირკონის გვირგვინი მზადდება ბუნებრივი მასალისაგან, ცირკონიუმისაგან, რომელიც სიმყარით მეტალს უტოლდება, ბუნებრივად თეთრი ფერისაა და სხივგამტარია, ანუ აქვს ბუნებრივი გამჭვირვალობა. ასეთი გვირგვინი პირის ღრუში პრაქტიკულად არ განირჩევა ბუნებრივი კბილისაგან, აქვს გამჭვირვალობა და ბუნებრივი იერსახე.
ცირკონო კერამიკის გვირგვინებით შესაძლებელია აღვადგინოთ, როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი დეფექტები. ცირკონო კერამიკის გვირგვინები ფიქსირდება როგორც კბილზე, ასევე იმპლანტზე.
ლითონო ფაიფურის გვირგვინებით შესაძლებელია დაზიანებული და დანაკლისი კბილების აღდგენა. აღნიშნული კბილების სიმტკიცესა და გამძლეობას განაპირობებს მეტალის შრე, რომელიც გარედან დაფარულია კერამიკით ანუ ფაიფურით.
ლითონო ფაიფურის კონსტრუქციით შესაძლებელია, როგორც ერთეული კბილების, ასევე ხიდების ( რამოდენიმე კბილის) დამზადება, როგორც საკუთარ კბილებზე, ისე იმპლანტებზე.
მოსახსნელი პროთეზები მზადდება კბილების სრული ან ნაწილობრივი არარსებობისას. შედგება ბაზისისაგან, ხელოვნური კბილებისაგან და ემატება საფიქსაციო ელემენტები.
ბაზისის დამზადება შესაძლებელია განსხვავებული ელასტიურობისა და დრეკადობის მქონე მასალებისაგან.
და შესაბამისად გვაქვს აკრილის (პლასამის) და თერმოპლატიური პროტეზიაკრილის პროტეზი მზადდება ყველაზე მყარი მონომერიული მასალისგან .თერმოპლასტიური მასალისგან შეიძლება დამზადდეს ბიგელისებური მოსახსნელი პროტეზი. იგი მხოლოდ ნაწილობრივ რკალისებურად ფარავს სასას. სიმსუბუქის გამო არ აღიზიანებს ღრძლის და აქვს სტაბილური ფუნქცია.
მზადდება კბილების სრული არარსებობისას. კონსტრუქცია ეყრდნობა 4 ან 6 იმპლანტს და სრულად აღადგენს კბილთა რკალს. იმპლანტებზე საკეტისებური სისტემით შეკავშირებული პროთეზი იძლევა მყარ და საიმედო ფიქსაციას. პერიოდულად შესაძლებელია კონსტრუქციის მოხსნა და გაწმენდა, რაც ამარტივებს ჰიგიენას. პროთეზის საკეტისებური სისტემა შედგება იმპლანტებზე გაერთიანებული მეტალისებური ბარით და პროთეზის შიგნიდან დაფიქსირებული ჩამკეტებისგან, რაც გამორიცხავს მყარი საკვების მიღებისას პროთეზის ამოვარდნას. ჩვეულებრივ პროთეზთან შედარებით გაცილებით კომფორტულია და უკეთ აღადგენს ღეჭვით ფუნქციას.
დავით გამრეკელის N 1
ლვოვის N 63, Tbilisi, Georgia
+995 32 238 59 29
info@eskulapidentalclinic.com
Whatsapp: +995 555 54 34 44
Webmaster