ტელეფონი: +995 32 238 59 29
ელ: info@eskulapidentalclinic.com

November 19, 2024

როდის უნდა გავიხეხოთ კბილები — საუზმემდე თუ შემდეგ?

ადამიანები, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფიან: ისინი, ვინც კბილებს საუზმემდე იხეხავენ და ისინი, ვინც ამას საუზმის შემდეგ აკეთებენ. რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც დილით კბილებს არ იხეხავს, იმედია, სტატიის წაკითხვის შემდეგ ქცევა შეეცვლება.

მთავარი გვერდიჩვენი გუნდიბლოგიგვიპოვე

ადამიანები, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფიან: ისინი, ვინც კბილებს საუზმემდე იხეხავენ და ისინი, ვინც ამას საუზმის შემდეგ აკეთებენ. რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც დილით კბილებს არ იხეხავს, იმედია, სტატიის წაკითხვის შემდეგ ქცევა შეეცვლება.

კბილების გახეხვა საუზმის შემდეგ ნიშნავს, რომ თქვენი კბილები დღის განმავლობაში თავისუფალია საკვების ნაწილაკებისგან და, ამდენად, პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს ნაკლები დრო აქვს შაქრის მეტაბოლიზებისა და კარიესის გამოწვევის ან მინანქრის გაფუჭებისთვის.

თუმცა, თუკი დილით მჟავას შემცველ საკვებს ან სასმელს მიირთმევთ, უმჯობესია, კბილები საუზმემდე გაიხეხოთ. კბილების გახეხვამ რაიმე მჟავას შემცველი საკვებისა თუ სასმლის — ყავა ან ხილი, მაგალითად — მოხმარების შემდეგ, შეიძლება დააზიანოს კბილების მინანქარი. ამ მიზეზით, ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია გვირჩევს, საკვების მიღების შემდეგ, 60წუთი დავიცადოთ და შემდგომ გავიხეხოთ კბილები.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ საღამოს, გახეხვის შემდეგ აღარაფერი მიირთვათ და სუფთა პირის ღრუთი დაიძინოთ.

კბილების გამოხეხვისას გასათვალისწინებელი რჩევები

✓ გაიხეხეთ 24 საათის მანძილზე 2-ჯერ, მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში

✓ გამოიყენეთ ფტორიანი კბილის პასტა. ფტორი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პირის ღრუს ჯანმრთელობას.

✓ გამოიყენეთ ის კბილის ჯაგრისი, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია.

✓ ჯაგრისი გამოცვალეთ 3-4 თვეში ერთხელ. ჯაგრულების დეფორმაციის ან დაბინძურების შემთხვევაში კი უფრო ადრეც.

✓ გაიწმინდეთ ფლოსით, კბილთაშორისი ჯაგრისებით ან/და ირიგატორით კბილთაშორის სივრცეები დღეში ერთხელ მაინც. ამის გარეშე უამრავი ბაქტერია რჩება პირის ღრუში და არცთუ სასიამოვნო სუნის მიზეზიც ხშირად სწორედ ეს არის.

✓ გახეხვის ნაცვლად ჭამის შემდეგ გამოივლეთ წყალი. ის საკვების ნარჩენებსაც მოგაშორებთ და დამაზიანებელ მჟავებსაც.

#ესკულაპი #ღიმილიმნიშვნელოვანია

დავით გამრეკელის N 1
ლვოვის N 63, Tbilisi, Georgia

დაგვიკავშირდით
დაჯავშნეთ შეხვედრა

+995 32 238 59 29
info@eskulapidentalclinic.com
Whatsapp: +995 555 54 34 44
Webmaster

ნათელი / ბნელი