November 19, 2024
კბილების პროფესიული წმენდა გულისხმობს ულტრა თანამედროვე აპარატურის გამოყენებით კბილის ქსოვილის ზედაპირიდან რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას უსაფრთხო აპარატურის გამოყენებით. ნადებისაგან კბილების წმენდა არა მარტო პირის ღრუსა და კბილების ვიზუალის გაუმჯობესების, არამედ პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკის ყველაზე პოპულარული მეთოდია. წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი. გარდა ამისა, პროფესიული წმენდა და ჰიგიენის შენარჩუნება ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაც არის. ამასთან ერთად, წმენდა იცავს უკვე არსებულ ბჟენებს დაზიანებისაგან და მათი ხანგრძლივი გამოყენების გარანტიაა.
ხშირად ისეთ საკვებს მივირთმევთ, რომელიც იწვევს კბილის ქსოვილის ფერის ცვლილებას (ყავა, ჩაი, წითელი ღვინო და ა.შ.), ამასთან ერთად, პირის ღრუში არსებული რბილი ნადები, გარკვეული პერიოდის შემდგომ განიცდის მინერალიზაციას, რომლის შედეგადაც ყალიბდება კბილის ქვა, რაც, თავისთავად, იწვევს ღრძილის რეტრაქციას (ე.წ ღრძილის დაწევა), რის შედეგადაც ვითარდება ღრძილის ანთება, ჩნდება პათოლოგიური ჯიბეები და ჰალითოზი (უსიამოვნო სუნი) პირის ღრუში.
"ესკულაპი" გთავაზობთ პროფესიული წმენდის მანიპულაციის მთელ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს პირი ღრუს ქსოვილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მასში შედის ულტრაბგერის აპარატის, Air-Flow-ის სისტემის გამოყენება, პოლირება სპეციალური პასტებით და რემთერაპიის (რემინერალიზაცია) პროცედურები. რემთერაპია პროფესიული წმენდის შემდგომ სასურველია რემინერალიზაციური თერაპიის ჩატარება. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა ფტორ შემცველი პრეპარატები კბილის ემალის გასამაგრებლად.
ესკულაპში მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად იზრუნებს თქვენზე, რადგან ჩვენთან #ღიმილიმნიშვნელოვანია
დავით გამრეკელის N 1
ლვოვის N 63, Tbilisi, Georgia
+995 32 238 59 29
info@eskulapidentalclinic.com
Whatsapp: +995 555 54 34 44
Webmaster