ტელეფონი: +995 32 238 59 29
ელ: info@eskulapidentalclinic.com

November 18, 2024

"ესკულაპი" გირჩევთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ კბილის ამოღების შემდეგ

რჩევები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

მთავარი გვერდიჩვენი გუნდიბლოგიგვიპოვე

კბილის ექსტრაქცია  საკმაოდ რთული და არაპროგნოზირებადი ქირურგიული ოპერაციაა. როგორც ყველა სხვა ოპერაცია, მასაც აქვს პოსტოპერაციული პერიოდი. ზუსტად ამ პერიოდში, გამოჯანმრთელების მხრივ განსაკუთრებული როლი აკისრია თავად პაციენტს.



არავითარ შემთხვევაში სახეზე არ მიიდოთ თბილი კომპრესები! სითბო ანთებითი პროცესების პროვოცირებას იწვევს. თუკი გგონიათ, რომ ნახვევით გარშემომყოფების გულისტკივილს გამოიწვევთ, მიიდეთ მხოლოდ ცივი!


არ დაინიშნოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად. დღეს დღეობით ბევრი მოყვარულია თვითმკურნალობისა. ყველა პრეპარატი ინიშნება გარკვეული დოზით, გარკვეულ შემთხვევაში. არ შეწყვიტოთ დანიშნული წამლის მიღება დროზე ადრე.


თუ 2-4 დღეს შეგაწუხათ მწვავე ტკივილმა, არ ეცადოთ მისი ჩაცხრობა ტკივილ-გამაყუჩებლებით, იმ იმედით, რომ ყველაფერი გაივლის. მწვავე ტკივილი ანთების – ალვეოლიტის ნიშანია. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.


პირველივე დღეს, არაა სასურველი ბევრი სავლებით ჭრილობის შეწუხება. თუ ექიმმა დაგინიშნათ აბაზანები, ეს ნიშნავს, რომ უნდა ჩაიგუბოთ და გადაანერწყვოთ.


თუკი ექსტრაქციის შემდეგ საჭირო გახდა ნაკერების დადება, პროცესი შეიძლება განვითარდეს 2 მიმართულებით. პირველი – ექიმმა გამოიყენე თვით-გაწოვადი ძაფი და მათი მოხსნა არაა საჭირო, ან მეორე – თუ ძაფი არ იწოვება ე.ი. მათი მოხსნა მოხდება 5-7 დღეს. ყველა შემთხვევაში წინასწარ იქნებით გაფრთხილებული.


თუკი მაინც გეჩვენებათ, რომ დანიშნული მკურნალობა არასაკმარისია თქვენთვის, მაშინ ყველაზე უვნებელი შეიძლება გამოდგეს, სუსტი სოდიანი სავლები ან გვირილის ნაყენი პირის ღრუს აბაზანებისათვის.


განეწყვეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!


და ბოლო რჩევა, ნუ გადადებთ ხვალისთვის კბილის მკურნალობას, რათა შემდგომში არ მოგიწიოთ მისი ამოღება.
ესკულაპი გისურვებთ ჯანმრთელობას!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონულტაციაზე  ან მოგვწერეთ ესკულაპის ფეისბუქ გვერდზე

032 238 59 29

032 238 25 68

+995 555 543 444

დავით გამრეკელის N 1
ლვოვის N 63, Tbilisi, Georgia

დაგვიკავშირდით
დაჯავშნეთ შეხვედრა

+995 32 238 59 29
info@eskulapidentalclinic.com
Whatsapp: +995 555 54 34 44
Webmaster

ნათელი / ბნელი