ამ ბლოგში გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ჩვენს ერთ-ერთ ერთგულ პაციენტთან და ახლა უკვე მეგობართან, ნინო ჯაჯანიძესთან, რომელმაც პირველად სწორედ 23 წლის წინ შემოდგა ფეხი “ესკულაპის” რიგით პირველ, გამრეკელის 1 ნომერში მდებარე ფილიალში.
გვინდა სიამაყით აღვნიშნოთ ისიც, რომ მოგეხსენებათ, ქალბატონი ნინო ჯაჯანიძე არის საკმაოდ ცნობილი და პროფესიონალი ფოტოხელოვანი. შესაბამისად, ის მხოლოდ ჩვენი პაციენტი არ არის – წლებია, ჩვენი კლინიკის ყველა მნიშვნელოვანი დღე სწორედ მის ობიექტივში აღიბეჭდა. დიახ, გარდა იმისა, რომ მისი სანდოობა პაციენტის როლში გამოცდილი გვაქვს, ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტ მოგონებას ინახავს ჩვენი კლინიკის შესახებ — ფოტოებზე.
1.დავიწყოთ პირველი შთაბეჭდილებით — გახსოვთ პირველად როდის მოხვედით „ესკულაპში“?
პირველად ესკულაპში მოვედი 22 წლიწ უკან და შთაბეჭდილებები, ახლაც მახსოვს. მყუდრო გარემო, მზრუნველი და მეგობრული ადამიანები, რომლებიც არ გაძლევდნენ იმის საშუალებას, რომ გენერვიულა. ის უსიამოვნო შეგრძნება, რაც დენტისტთან ვიზიტს მოსდევს, ფაქტობრივად არ არსებობს და სწორედ ამიტომ, ერთგულად ვარ ესკულაპის სტუმარი.
2.23 წელი არაა ცოტა დრო. როგორ შეიცვალა „ესკულაპი“ ამ წლების განმავლობაში ?
ამ წლების განმავლობაში ესკულაპი განვითარდა, გახსნა ფილიალები და კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა და ვიზიტი.
3.რას ნიშნავს თქვენთვის იყო ერთგული პაციენტი?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქვს თქვენი იმედი, ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში, თამამად შემიძლია თქვენთან დარეკვა, იმიტომ რომ 100 % ვიცი დადებთ შედეგს სწრაფად და ეფექტურად.
4.სტომატოლოგთან მისვლა ბევრისთვის სტრესთან ასოცირდება. თქვენთვის რას ცვლიდა „ესკულაპში“ გარემო ან თავად ექიმების დამოკიდებულება?
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ექიმი ჩემის საუკეთესო მეგობარია, მას ბოლომდე ვენდობი. ნინო ბოსტოღანაშვილი მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო ადამიანია და საუკეთესო სტომატოლოგი. ყველაზე მეტად მიყვარს, რომ მღერის და კარგ ხასიათზეა. ნინო ექიმის დამსახურებაა ჩემი თამამი ღიმილი.
5.გახსენდებათ კონკრეტული შემთხვევა, სადაც ექიმის პროფესიონალიზმმა თავიდან აგაცილათ გართულება ან რისკი?
ჩემი ყველა ვიზიტი ექსტრემალურია და დიდი რისკის შემცვლელი, მაგრამ როცა იმედი გაქვს, არაფრის გეშინია.
6.ყველაზე ემოციური ან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც „ესკულაპში“ გადაგხდათ? ისეთი, რომელიც არ დაგავიწყდებათ
ესე ვერ გამოვარჩევ, ყველა ვიზიტი ემოციურია, მაგრამ ყველა იდეალურად დასრულდა.
7.როგორც ვიცი, თქვენი ოჯახის წევრებიც აქ დადიან, ეს ნდობა უკვე ოჯახურ ტრადიციად იქცა?
არამარტო ოჯახის წევრები, მთელი სამეგობრო, ოჯახის უხუცესი ქალბატონი – დედა, ლამარა ჯაჯანიძე, 85 წლის არის და ყველა კბილი საღი აქვს. ეს კი ესკულაპის და ნინო ექიმის დამსახურებაა…
8.ქალაქში უამრავი სტომატოლოგიური კლინიკაა, მაგრამ თქვენი აზრით, რა ხდის “ესკულაპს” იმ ადგილად, სადაც მუდმივად ბრუნდებით?
ჩემთვის ესკულაპი უკონკურენტოა.
მაქვს ნდობა თქვენს მიმართ, იმიტომ რომ ვიცი, ხართ პროფესიონალები და თქვენი საქმე ძალიან გიყვართ.
9.14 ოქტომბერს „ესკულაპს“ 23 წელი უსრულდება — რას უსურვებდით კლინიკას და მის გუნდს?
გისურვებთ რომ კიდევ უფრო წინ წახვიდეთ და შეინარჩუნოთ ის პოზიციები , რაც დღეს გაქვთ. არ მოგკლებოდეთ ღიმილიანი სტუმრები. მინდა დავამატო, ჩემი პატივისცემა და სითბო გამოვხატო ესკულაპის დამაარსებელ, ნინო გურულის მიმართ. მადლობა მას ამ ყველაფრისთვის. მან თითოეულ ჩვენგანს აჩუქა მშიდი ვიზიტი სტომატოლოგთან.
პატივისცემით, თქვენი ერთგული პაციენტი ნინო ჯაჯანიძე
ავტორი: სუზი მკრტიჩიანი


