ჩვენი კლინიკის გუნდის მთავარი მიზანია, გახადოს პაციენტისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი სასიამოვნო პროცესი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული შიშთან და სხვა სახის დისკომფორტთან.
კლინიკა “ესკულაპი” პაციენტებს სთავაზობს კომფორტულ, სასიამოვნო გარემოს, რომელიც მათ საჭიროებებზე სრულადაა მორგებული. ჩვენი კლინიკის გუნდის მთავარი მიზანია, გახადოს პაციენტისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი სასიამოვნო პროცესი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული შიშთან და სხვა სახის დისკომფორტთან.
ევროპის მოწინავე ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 80%-ს „სტომატოლოგიური შფოთვის“ გარკვეული დონე აწუხებს.
“ესკულაპი” გირჩევთ, სანამ შიშზე დაიწყებთ ფიქრს, იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად სასიამოვნოა კბილის ტკივილი, რომელიც თითქმის ყოველდღიურად გაწუხებთ? ან ყვითელი ნადები, რაც ყავის, ჩაის თუ თამბაქოს მოხმარების შედეგად ჩნდება კბილების ზედაპირზე.. პრობლემის ჩამონათვალი მრავალია, რაც რა თქმა უნდა გადაწონის თქვენს შიშებს.
მაშ ასე, გირჩევთ:
- იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი ექიმი. სწორად შერჩეული სტომატოლოგი შეგიქმნით კომფორტულ გარემოს;
- სტომატოლოგთან ვიზიტის წინ სცადეთ დამშვიდება, წინასწარ გაისეირნეთ ფეხით, მოუსმინეთ მუსიკას ან მედიტირდით;
- თან წაიყვანეთ მეგობარი, ასე თავს მარტოდ აღარ იგრძნობთ;
- მიდით კლინიკაში დანიშნულ დროზე უფრო ადრე, ასე მეტი დრო გექნებათ შეეჩვიოთ და გაიცნოთ გარემო;
- აუცილებლად უთხარით თქვენს ექიმს თქვენი ფობიის შესახებ, რათა იგი იყოს მზად შესაძლო გართულებებისათვის;
- დასვით ნებისმიერი კითხვა, რომელიც გაგიჩნდებათ და დაელოდეთ პასუხს – რაც უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ პროცედურასთან დაკავშირებით, მით უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს.