ჩვენი შინაგანი ორგანოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან არა მარტო ლაბორატორიული ანალიზები, არამედ კბილებიც. საკმარისია პირის ღრუს დეტალური დათვალიერება, რათა ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღოთ იმის შესახებ, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფება გული, კუჭ-ნაწლავი, ან სხვა ორგანოები.
როგორია ამ ურთიერთქმედების ბიოფიზიკური მექანიზმები და შეიძლება თუ არა კბილების დათვალიერებით სხვადასხვა ავადობის პროგნოზირება? ბევრი ჩვენთაგანისათვის კარგად არის ცნობილი აუტანელი კბილის ტკივილის შეგრძნება, როცა გვეჩვენება, რომ კბილთან ერთად გვტკივა თავი, გული და კუჭი.
მაგალითად, ნაღვლის ბუშტის პრობლემები შეიძლება განაპირობოს უკანა, მეშვიდე კბილის დაკარგვამ, ხოლო მუდმივად დაჩირქებული ეშვები მიგვანიშნებენ ჰეპატიტის საფრთხეზე. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მედიცინა ამ კავშირს არც უარყოფს და არც ადასტურებს, რადგან არ არსებობს შესაბამისი კვლევები და დასკვნები, რის მიხედვითაც ისინი შეძლებენ იხელმძღვანელონ.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, მხოლოდ სპეციალისტი და დეტალური გამოკვლევა მოგვცემს იმის სრულ სურათს, რომელი კბილი რომელ ორგანოსთანაა დაკავშირებული და რომელი პრობლემის სიგნალს იძლევა.
ოფიციალური (აკადემიური) მედიცინის თვალსაზრისით, ნებისმიერი ანთებით დაავადებული კბილები, რომელიც წარმოადგენს ინფექციის, ე. წ. ქრონიოსპენსისის, კერას საშიშია მთელი ორგანიზმისათვის.
პრობლემური კბილები (კარიესით, დაშლილი ან ნახევრადდაშლილი) იწვევენ იმუნიტეტის საერთო დაქვეითებას, ან სხვადასხვა ორგანოებში ინფექციის წარმოშობას. დანამდვილებით შეიძლება იმის მტკიცება, რომ კბილების ანთების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდებიან ტოქსინების შემცველი პროდუქტები.
ეს იწვევს სხვადასხვა დაავადებებს (ადამიანის იმუნიტეტის მიხედვით) ჩვეულებრივი კუჭის შეკრულობით დაწყებული და გასტრიტით დამთავრებული. მაგრამ საჭრელი კბილების ანთებასა და ოსტეოქონდროზსს შორის ურთიერთკავშირის მტკიცება ნებისმიერ სტომატოლოგს გაუჭირდება.
მტკივნეული სიმპტომატიკა გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე მაშინ, როცა ადამიანს ტკივა კბილები. ამის კვალდაკვალ იწყება თავის ტკივილი, ნაწლავების, ღვიძლისა და გულისაც კი.
საქმე ისაა, რომ კბილის ნერვი სიგნალს გადასცემს ცენტრალური ნერვული სისტემის თავის ტვინის უბნებს და დაკავშირებულია მეზობელი ნერვული უჯრედების ბირთვებთან, რომლებიც ეხმიანებიან ტკივილსა და სიგნალს გადასცემენ სხვა ორგანოებს.
ამასთან ტკივილის გადაცემის გზები ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს. მაგრამ რისკის ჯგუფებში პირველ რიგში ხვდებიან პრობლემური, ე. ი. არაჯანმრთელი ორგანოები.
შეგვიძლია გავითვალისწინოთ შემდეგი:
- ეშვები პასუხისმგებელია ღვიძლზე და ნაღვლის ბუშტზე. ისინი გვამცნობენ ჰეპატიტის შესახებ;
- მცირე ძირეული კბილები (პრომოლერები) – ეს ფილტვებისა და მსხვილი ნაწლავის მაცნეებია. მათთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება დაკავშირებული იყოს დისბაქტერიოზთან, კოლიტთან, ალერგიასთან, ქრონიკულ ბრონქიტთან, ან პნევმონიასთან;
- წინა (საჭრელი, საკბეჩი) ზედა და ქვედა კბილების მდგომარეობის მიხედვით ვმსჯელობთ თირკმლების, შარდის ბუშტის, ყურებისა და რეპროდუქციული სისტემის ორგანოებზე;
- დიდი ძირეული კბილები (მოლერები) დაკავშირებულია კუჭთან, ღვიძლთან და კუჭუკანა ჯირკვალთან. შესაბამისად შესაძლო პროვოკატორ-ავადობათა ჩამონათვალი ასეთია: გასტრიტი, წყლული, პანკრეატიტი, ანემია, ჰაიმორიტი, ტონზილიტი, ენდოკრინული სისტემის მოშლა, ათეროსკლეროზი, ვარიკოზი და სხვა;
- სიბრძნის კბილები „განაგებენ“ გულის, სისხლძარღვებისა და წვრილი ნაწლავის მდგომარეობას. ამიტომ იშემიური დაავადებისა და თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობაში შეიძლება დაგვეხმაროს სტომატოლოგიაც;
- სახსრების ტკივილი აისახება ზედა და ქვედა ყბების წინა კბილების მდგომარეობაზე;
ესკულაპში კონსულტაცია უფასოა, ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე ან დაგვირეკეთ: