კბილის ვინირები

ვინირები - სტომატოლოგიური კლინიკა ესკულაპი

ესთეტიკურ სტომატოლოგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვინირებს, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავენ პაციენტები და რომელიც ცნობილია ე.წ “ჰოლივუდის ღიმილის” შესაქმნელად.

ვინირებით პაციენტი იღებს რადიკალურ ცვლილებას ესთეთიკური და ფუნქციური თვალსაზრისით, რადგან ეს მეთოდი შესაძლებლობელს ხდის კბილის ფორმის, ზომის, ფერისა და დგომის კორექციას მინიმალური ინვაზიით, ანუ ქსოვილის მინიმალური დანაკარგით. ვინირები წარმოადგენს ძალიან თხელ ფირფიტას, რომელიც კბილის ზედაპირზე მაგრდება.

მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებული ვინირი გამძლე კონსტრუქციაა და ღიმილიც დიდხანს შეინარჩუნებს მომხიბვლელობას სათანადო მოვლის და პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაცვის შემთხვევაში.

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, ჩაეწეროთ კონსულტაციაზე